понедельник, 17 декабря 2012 г.

 1.პროექტის სახელწოდება: მუსიკა და ქართული ხალხური საკრავები
2.პროექტის მთავარი იდეა: მუსიკალური საკრავების შესახებ მასალების მოძიება, მუსიკის როლის განსაზღვრა ზღაპრებში.
3. პროექტის აქტუალობა: ქართული ხალხური სამუსიკო კულტურა სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის, რაზეც მიუთითებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული გათხრები და ამის შედეგად ნაპოვნი სხვადასხვა მუსიკალური საკრავები.მათ შორის უძველესია მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სალამური,ჩანგი, რომელიც ძვ-აღ-ით VI საუკუნეშია აღმოჩენილია.სიმებიანი საკრავებიდან შემორჩენილია ფანდური აღმოსავლეთ და ჩონგური დასავლეთ საქართველოში.მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ხალხურ საკრავებს,დააკავშირებენ მათ ქართულ ხალხურ ზღაპრებთან, სადაც სწორედ ეს საკრავებია წინ წამოწეული, რითაც ხაზგასმულია მუსიკის როლი,დამოკიდებულება ადამიანსა და ცხოველს შორის ზღაპარში ,, მეჩონგურე'', სადაც მეჩონგურემ ჩონგურზე სიმღერითგული მოულბო სასტიკ გველეშაპს და უკვდავების ვაშლი დაიმსახურა, ,,წიქარა''-სადაც სალამურის ხმით მოჯადოვებულია ხელმწიფე...
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოახდენენ დაკვირვებას ზღაპარზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, გაიხსენებენ მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებული ზღაპრებს , განავითარებენ მუსიკის მოსმენის უნარ- ჩვევის, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარს.
5. მონაწილეთა ასაკი: 8-12
6. ვადები- ნებისმიერი 1 თვე .. 
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას, მოიძიებენ ინფორმაციას მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ, გამართავენ თეტრალურ წარმოდგენებს ხალხური მუსიკალური საკრავების გამოყენებით, გაიუმჯობესებენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება-დასაბუთების, ფანტაზიის უნარს, მოყვებიან მუსიკალურ 
ნაწარმოებთან დაკავშირებულ ზღაპარს,ისტორიას,
გაიხსენებენ ნაწარმოების პერსონაჟის მსგავს გმირს
და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:მუსიკალური ისტრუმენტები:ფანდური ჩონგური,სახელმძღვანელო,მუსიკალური მოსასმენი მასალი.
9.პროექტის მსვლელობა:მოიძიონ მუსიკალური საკრავები და ისწავლონ მათზე ჟღერადობის ამოცნობა. გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას, მოიძევენ ინფორმაციაც ინტერნეტის საშუალებით მუსიკის როლს ადამიანის ცხოვრებაში.
10. საგნებთან კავშირი: ხელოვნება, მუსიკა.
ხელოვნება : ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა:
( ლიტერატურის ჟანრიდან-ზღაპარი, მუსიკა, ხა
ტვა), ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას
წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა,
მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში
ფოტოების, ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია.
11.პროექტის ხელმძღვანელი: დალი ხითარიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dali.xitarishvili@gmail.com